შეცდომა შეღებილია
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნოვრუზ ბაირამისადმი მისალოც ბანერზე შეცდომა საღებავით ჩაასწორეს.
მერიაში გვითხრეს, რომ „ტექნიკური ხარვეზი ასოებში იყო და მყისიერად გამოასწორეს“.

ბანერი ქალაქში ორი დღის წინ ჩამოკიდეს. არასწორად დაწერილი სიტყვა მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის საგანიც კი გახდა.

თავდაპირველად წარწერა ასე გამოიყურებოდა Novruz Bayraminiz Mübarək. სწორი ვერსია კი Novruz Bayramınız Mübarək - ია. (განსხვავება i-სა და ı-ს შორისაა.)

აღსანიშნავია, რომ   ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის მისალოც ბანერზე შეცდომა გასულ წელსაც იყო.

ფოტო აღებულია ნახიდ ყურბანოვის ფეისბუკ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები