ქართული ენის სწავლა საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს - სალომე ზურაბიშვილი
სქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ვიზიტისას „ჟვანიას სკოლა“ და სოფელ თამარისის საჯარო სკოლა მოინახულა. პრეზიდენტმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ხაზი ქართული ენის სრულფასოვან ცოდნასა და ინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა. მის დიდ ინტერესს ამ რეგიონში ქართული ენის ცოდნა წარმოადგენს. თვლის, რომ ბაღები რომლებიც აშენდა და შენდება ქართულენოვანი უნდა იყოს.

„თუ არ დავიწყეთ ბაღებიდან ქართული ენის სწავლა და ეს არის მოთხოვნა ოჯახების, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ რამე იძულებითი პოლიტიკა იყოს, მოთხოვნა არის ოჯახების იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ წარმატების და ინტეგრაციის გზა არის ფლობა ენის და ყველაზე მარტივი გზა არის ბაგა-ბაღიდან დაწყებული და არა შემდგომ კლასებში ამ ენის სწავლა.“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს 19 მარტს მარნეულს ესტუმრა. პირველი შეხვედრა მან მერიაში გამართა. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები