ნოვრუზ ბაირამის გამო, მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილი დღეს, 20 მარტს დილის საათებიდან გადაიკეტა. გზის გადაკეტვის მიზეზი მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება გახდა. კონცერტები და თეატრალური მსვლელობები, ისევე როგორც სხვადასხვა სახის კუთხეები, სწორედ რუსთაველის ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქნება განთავსებული.

როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს, გზა, სავარაუდოდ ხვალ, 21 მარტს ღონისძიების დასრულების შემდეგ, საღამოს საათებში გაიხსნება.

ავტომობილებს სიარული შემოვლითი გზებით მოუწევთ. შემოვლითი გზა სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ ჩასახვევიდან იწყება და ავტომობილებს რუსთაველის ქუჩაზე დაბრუნება N4 ბაგა-ბაღის გავლით მოუწევთ.

მარნეულში ქუჩების აღმნიშვნელი ნიშნები დაყენებული არაა ამიტომ, თუ არ იცით სადაა „ატა ჰოლდინგი“ ან მე-4 ბაგა-ბაღი, მოგიწევთ, უბრალოდ მანქანების დინებას გაჰყვეთ და იმედი დაიტოვოთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე კვლავ აღმოჩნებით.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები