რამდენიმე სოფელში ნოვრუზ ბაირამზე დასასწრებად უფასო ტრანსპორტი გამოყვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ხვალ, 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე დასასწრებად ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მერიის ბალანსზე მყოფმა, მუნიციპალური ტრანსპორტის შპს „ავტოპარკის“ დორექტორმა გიგა ჯალაღონიამ მოგვაწოდა. როგორც თავად ამბობს, ამ სოფლების ჩამონათვალში შულავერი , კაჩაგანი, შაუმიანი, წერაქვი, ალგეთი, სადახლო,თამარისი და ყიზილაჯლო შედის.

„ახლა გარეთ ვარ გამოსული და შესაძლოა რომელიმე სოფელი გამომრჩა, მაგრამ სავარაუდოდ, ესენია“ - ამბობს გიგა ჯალაღონია.


ჯალაღონიას თქმით, მოსახლეობის ტრანსპორტირება ორივე გზაზე იქნება უზრუნველყოფილი. ტრანსპორტი სოფლის ცენტრებში განთავსდებად და საათობრივი გრაფიკი, სოფლის სიშორიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განსაზღვრული. სავარაუდო სოფლიდან გამოსვლის დრო 09:00 საათია.

ხვალ, რუსთაველის ქუჩაზე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება 11:00 საათზე იწყება. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები