„სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის“ - შეხვედრა მარნეულში
დღეს, 20 მარტს, მარნეულის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე - „სახელმწიფო სერვისები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის“. სადაც ისაუბრეს იმ დაწესებულებების საქმიანობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა  და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მარნეულში საქმიანობენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მარნეულის ოფისის წარმომადგენელმა მარიამ სამხარძე  შეხვედრის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

„მარტი არის ქალთა ისტორიული თვე. სწორედ ამ თვის ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ქსელი ატარებს მრავალფეროვან ღონისძიებებს. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი  იმისთვის, რომ ხალხმა მიმართოს ამ დაწესებულებებს და ისარგებლონ მათი მომსახურებით“ - ამბობს მარიამ სამხარაძე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.  სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ გვესაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სკითხებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და დამსწრეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ და რა სერვისები არსებობს რომ მიიღონ სხვადასხვა მომსახურება“  - ამბობს მარიამ გვიდიანი

დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები ქალები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები