საბირქენდის მკვიდრს უცნობებმა კაკლის ხეები გაუჩეხეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაზარალებულმა,  ელნურ მასიმოვმა მოგვაწოდა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

მასიმოვი ამბობს რომ, ერთ დღეს 18 ხოლო, მომდევნო დღეს 12 ხე დაუკითხავად გაუჩეხეს. თავადვე გვიყვება, რომ მას საკუუთარ მიწის ნაკვეთზე 50-მდე კაკლის ხე ჰქონდა დარგული. გასულ წელს პირველი მოსავალი აიღო. თუ ვინ მოჭრა ხეები, ამაზე მასიმოვს ეჭვიც კი არ უჩნდება, დამნაშავის დასჯას კი დაუყონებლივ მოითხოვს.

„აი, ხეები გაჩეხეს.  არავიზე ეჭვი არ მაქვს, ვის ვუჩივლო, არც მინახავს. ვინც ეს ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. ორი დღეა მიწის დასამუშავებლად გამოვედი და ხეები აღარ დამხვდა.“- ამბობს მასიმოვი

მასიმოვის თქმით, იგი მარნეულის პროკურორს საჩივრით მიმართავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები