მარნეულის მერია 1 570 457 ლარს აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაში დახარჯავს
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 1 570 457 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო წინადადების მიხედვით, სარეაბილიტაციო გზა მრავალი წლის განმავლობაში მოხრეშილი და დატკეპნილი იყო. აღნიშნული გზის საფარი მოიხსნება და საერთო ჯამში 21 670 მ/კვ ფართობზე ასფალტის გზა დაიგება. ასფალტის გზა არა მხოლოდ სავალ ნაწილზე არამედ გზის მიერთებებსა და ეზოების შესასვლელებამდეც დაიგება. რეაბილიტირებული სავალი გზის ფართობი 18 685 მ/კვ, მიერთებების ფართობი 1 785 მ/კვ, ხოლო ეზოებში შესასვლელი გზის ფართობი 1 200 მ/კვ იქნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 6-დან 11 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print