ხაშურში კაცმა ცოლი დაჭრა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ხაშურში კაცმა დანით ცოლს რამდენჯერმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ში ამბობენ, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის მიმართ მოხდა.

რაც შეეხება ქალს, რუსთავი 2-თან საუბარში “ახალი კლინიკის” ექიმი ამბობს, რომ ქალს დაზიანებები, ძირითადად, მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები