ხაშურში კაცმა ცოლი დაჭრა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
13:03 / 25.03.2019
ხაშურში კაცმა დანით ცოლს რამდენჯერმე ჭრილობა
მიაყენა.
შსს-ში ამბობენ, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს
და ის დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რომელიც
დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის მიმართ მოხდა.
რაც შეეხება ქალს, რუსთავი 2-თან საუბარში “ახალი კლინიკის” ექიმი
ამბობს, რომ ქალს დაზიანებები, ძირითადად, მუცლის არეში აღენიშნებოდა
და ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.