პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
16:44 / 25.03.2019
პოლონეთში, გლისნო ვიელკიში საქართველოსა და
უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად
საქართველოს 24 წლის
მოქალაქე დაიღუპა.
პოლიციამ სამი პირი - საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე
დააკავა.
დეტალები იმის თაობაზე თუ რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი
უცნობია. აღნიშნული შემთხვევა 23 მარტს მოხდა.