2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა რეკორდულად მცირეა – გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს მიმართავს და ამ დროისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.

ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

2019 გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. 25 მარტის მონაცემებით:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 1700-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ,,ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.

“რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს მართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დღეს ღია კარის დღე თელავში იმართება. შეხვედრაზე აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ”, – აღნიშნულია ნაეკის განცხადებაში.

წყარო: edu.aris.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები