ქუთაისში მატარებლის ვაგონში, სავარაუდოდ, ადამიანის ჩონჩხი იპოვეს
16:21 / 09.04.2019
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე
მატარებლის მიტოვებულ ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის
ჩონჩხი იპოვეს.
ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით,
ტერიტორიაზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით, რაც განზარხ მკვლელობას გულისხმობს.
ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ჩონჩხი ადამიანს, დაზუსტებული ინფორმაცია
ჩონჩხზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
წყარო:
kutaisipost.ge