ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის სახელს, გვარს და მის ცნობილ ფრაზას დაატანენ – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”.

ზურაბ ჟვანიამ აღნიშნული ფრაზა 20 წლის წინ სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა”, – განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები