სიახლე
ველურ გარემოში დავიწყე რუსეთში ბიზნესი და იქაც არ გამიგია ასეთი – ივანიშვილი თიბისიზე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი დარღვევა, რასაც სამართალდამცავები ედავებიან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, მას რუსეთშიც არ უნახავს.

“ველურ გარემოში დავიწყე რუსეთში ბიზნესი და იქაც არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქცია კეთდებოდა”, – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის საბანკო ტრანზაქციას, რომლის კანონიერების შესწავლაც სამართალდამცავებმა 2019 წელს დაიწყეს.

ბიძინა ივანიშვილი არ იზიარებს მამუკა ხაზარაძის ბრალდებას, რომ ეს არის “ორკესტრირებული შეტევა” “თიბისი ბანკისა” და ხაზარაძის მიმართ.

“დღევანდელი გადმოსახედიდან რაც ხდება “თიბისი ბანკისა” და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, მე პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ უტევს. პირიქით მგონია. ანგრევსო საბანკო სისტემას და ჩემზე მიანიშნებენ. მე თავს უფლებას მივცემ და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ქართუ ბანკის გახსნა როდესაც გადავწყვიტე, მიზეზი იყო, რომ დავხმარებოდი საბანკო სისტემას და არა ფული მეკეთებინა აქ”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

“ოცნების” თავმჯდომარემ “უხეში” უწოდა 2008 წლის ტრანზაქციას.

“აქ კითხვები არ არის, მაგრამ არ ცხრებიან ოპონენტები, მაგრამ მეც ორი სიტყვით მივანიშნებდი: ტრანზაქცია, რომლეზეც ამბობენ, რატომ იძიებენ 11 წლის შემდეგო და არ კითხულობენ, რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერ წარმომიდგენია. 11 და 10 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია ყველაფერი. 2012 წელს, პირველ ოქტომბერს ჩვენ მოვედით და უკანა რიცხვით, 29-ში [სექტემბერს] მოახერხეს ამ კრედიტის ჩამოწერა. ტრანზაქციაზე აგონ პასუხი, როგორი უხეშია. დღეს რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა?ასეთი უხეში ტრანზაქცია, გასაგებია, ამას არ უნდა პროფესიონალური ფინანსტიტი”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული ტრანზაქცია აღმოაჩინა არა 11 წლის, არამედ გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი ამოწურულია და ყველა კითხვას ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ადეკვატური და გასაგები პასუხი გასცა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი
გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ
სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი
ემსხვერპლა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გურიის
პოლიციის დეპარტამენტში დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის
საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება,
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა,
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია
მოხდა.
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია მოხდა.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.