„სახალხო კონტროლმა“ მარნეულში რამდენიე ობიექტი შეამოწმა
„სახალხო კონტროლი“ მარნეულში იმყოფებოდა. სატელევიზიო გადაცემა, რომლის მიზანიც კვებისა თუ სხვა დაწესებულებებში ჰიგიენური, სანიტარული და სხვადასხვა სახის დარღვევების გამოვლენაა მარნეულში რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა.

„სახალხო კონტროლის“ ობიექტივში მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და გარემოვაჭრეები გახდნენ. აღნიშნული საკითხი რადიო „მარნეულს“ ხშირად გაუშუქებია. რძის ნაწარმის ვიზუალური შემოწმება, ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, ანტისანიტარია, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით. ამ პრობლემების მოგვარების მიზნით მარნეულის მერიამ არაერთხელ მისცა გაფრთხილება გარემოვაჭრეებს, თუმცა დღემდე პობლემა მოუგვარებელია.

რძის ნაწარმის გარევაჭრობის გარდა „სახალხო კონტროლი“ მარნეულის ბაზრის მიმდებარედ არსებულ რამდენიმე „საპარიკმახეროშიც“ იყო, სადაც დარღვევის სახით ძირითადად ანტისანიტარია და შენობაში სიგარეტის მოწევა გამოვლინდა.

სიგარეტს „საპარიკმახერობეის“ გარდა ასევე ეწევოდნენ პურის საცხობშიც, რომელიც ასევე მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიგარეტის მოწევა ამ საცხობის ყველაზე პატარა პრობლემაა. მასში არ არის დაცული სანიტარია, ჭერი ჩამოშლილი და დაობებულია, ხოლო კედლებსა და იატაკზე ტარაკნები, ჭიანჭველები და სხვა და სხვა სახის მწერები დახოხავენ.

„სახალხო კონტროლის“ წამყვანები მარნუელის N1 ბაგა-ბაღსაც ესტუმრნენ. ე.წ „თუთების ბაღის“ მთავრ პრობლემად ცხელი წყლის არარსებობა გამოვლინდა, რის გამოც აღსაზრდელებს ცივი წყლით უწევთ ხელების დაბანა, ხოლო თანამშრომლებს ჭურჭლის გარეცხვა. ბაღის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ასევე საპირფარეშო წარმოადგენს, რადგან მასში ვინტილაციის სისტემა წესრიგში არაა, უნიტაზების რაოდენობა კი ერთია.

გადაცემამ ასევე მოინახულა მარნეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი „კავკაზი“. რესტორანში შესვლაში გადაცემის წამყვანებს მენეჯერი უშლიდა ხელს, რა დროსაც თანამშრომლებმა სამზარეულოს დალაგება და საკვები პროდუქტებისათვის ეტიკეტების გაკეთება დაიწყეს.




რად
იო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები