მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
მარნეულის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 65 118 ლარიანი ტენდერი 12 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვბული კომპანია კი სამუშაოების 59 746 ლარად შეასრულებს.

მარნეულის ტურისტული საინფორმაცი ცენტრი 26 მაისის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, განთავსდება.

ტურზმის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით. ახორციელებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებას. ქმნის საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას.

ტურისტული ცენტრის მშენებლობაზე მუშაობა მარნეულის მერიამ 2017 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მერიამ, 2017 წლის 29 დეკემბერს, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ დოკუმენტში მერიამ 977 ლარი დახარჯა.

რადიო „მანრეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები