მთავრობის განკარგულებით, სკურდიდი ჰესისთვის წითელ ნუსხაში შემავალი ხეები მოიჭრება
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

მთავრობის განკარგულებით, აჭარის რეგიონში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰიდროელექტროსადგურის სკურდიდი ჰესის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მილების განთავსება. ამისთვის კი შპს ფშავი ჰესს უფლება აქვს მოჭრას 71 ძირი ჩვეულებრივი წაბლი და 5 კაკლის ხე.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები