მთავრობის განკარგულებით, სკურდიდი ჰესისთვის წითელ ნუსხაში შემავალი ხეები მოიჭრება
16:12 / 11.04.2019
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება
მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები
ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის
საიტზე გამოქვეყნდა.
მთავრობის განკარგულებით, აჭარის რეგიონში, მდინარე სკურდიდზე
არსებული ჰიდროელექტროსადგურის სკურდიდი ჰესის ფუნქციონირებისთვის
საჭიროა მილების განთავსება. ამისთვის კი შპს ფშავი ჰესს უფლება აქვს
მოჭრას 71 ძირი ჩვეულებრივი წაბლი და 5 კაკლის ხე.