დღიური ულიმიტო ინტერნეტი 5 ლარად – ახალი ინტერნეტ პაკეტი ჯეოსელისგან
20 მაისიდან კომპანია „სილქნეტი“ აბონენტებს განახლებულ პაკეტებს შესთავაზებს. ამისშესახებ "ნეტგაზეთი" წერს. მაისიდან მობილურ ინტერნეტზე ახალი პროდუქტი შემოდის, “ულიმიტო დღიურის” შეძენა მომხმარებელს 5 ლარად შეეძლება და 24 საათის განმავლობაში ინტერნეტს ულიმიტოდ მიიღებს.

სილქნეტში აცხადებენ, რომ განახლებული პირობებით აბონენტები მობილურ ინტერნეტს 15 %-ით უფრო იაფად შეიძენენ.
განახლებული ინტერნეტის პაკეტები




მოქმედი მობილური ინტერნეტ-პაკეტები

500 მბ – 3 ლარი
1.2 გბ – 5 ლარი
2 გბ – 7 ლარი
4 გბ – 10 ლარი
6 გბ – 15 ლარი
15 გბ – 30 ლარი

20 მაისიდან ახალი პაკეტი „მეტი S+“ შემოდის, რომლის ღირებულება 8 ლარია. „მეტი S+“-ის აბონენტები – 30 წუთის სასაუბრო დროს, 200 მბ ინტერნეტსა და 900 სმს-ს მიიღებენ.


რაც შეეხება, პაკეტ M-ის მომხმარებლებს, მათ იგივე ფასად მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები გაეზრდებათ (700 მბ ინტერნეტ მოცულობა, ნაცვლად 300 მბ), ასევე უსასრულო სმს მომსახურებას (ნაცვლად 1000 სმს) მიიღებენ.


ჯეოსელის პაკეტი „მეტი უსასრულო“ იგივე პირობებით რჩება ძალაში და 25 ლარი ეღირება. სილქნეტის ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონში ოპტიკური ინტერნეტი იაფდება და 20 მბ/წმ ფიქსირებულ ინტერნეტს, 35 ლარის ნაცვლად აბონენტები 30 ლარად შეიძენენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები