წვიმის დროს შექმნილი „პატარა მდინარე“ მარნეულის ტროტუარზე
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო მოედნად შეიძლება გადაიქცეს, რადგან თითქმის ყველა ქუჩაზე, განსაკუთრებით კი ცენტრალურ რუსთაველის ქუჩაზე, წყლის გაუვალი გუბეები ჩნდება.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც წვიმის დროს შესაძლოა ითქვას პატარა მდინარეც კი წარმოიქმნება, ფოსტის შენობის წინ მდებარე ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილია.




აქ
გავლისათვის რეზინის დიდი ბოტების, სამხედრო ფეხსაცმლის ან სხვა წყალგაუმტარი ფეხსაცმლის გარდა, ვერაფერს ჩაიცვავთ, თუ რა თქმა უნდა, სამსახურში მიმავალს ფეხების დასველება არ მოგინდება.

შესაძლოა ითქვას, რომ მარნეულის მოსახლეობა წვიმიან ამინდებში ტროტუარებზე სიარულს გადაეჩვია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხით მოსიარულე მანქანის სავალ გზაზე დადის, რათა წვიმისაგან შექმნილი მდინარის გადაცურვა არ მოუწიოს. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ტროტუარებზე რჩებიან, მაგრამ თუ წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდება, დიდი ალბათობით, წყლის გუბეში აღმოჩნებით.





მარნე
ულელებს წვიმიან ამინდში შემოვლითი გზების ძიება სავარაუდოდ 2021 წლის იანვრამდე მოუწევთ, რათა ტროტუარებზე წყლის გუბეებში არ აღმოჩნდნენ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მარნეულში და ბოლნისში წყალნარების საისტემის შეცვლისათვის გამოცხადებული ტენდერი 17 აპრილს დასრულდა. პროექტის მიხედვით, ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იმ სისტემის შექმნაზე, რაც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, 55 940 022 დოლარი დაიხარჯება.

რადიო „მარნეული“
მანანა ხახალაშვილი რადიო "მარნეულის" მედია სკოლის მსმენელი




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები