ამ დროისათვის, მარნეულის მერობისთვის 13 კანდიდატი დარეგისტრირდა
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19 აპრილს, სრულდება. ამ ეტაპზე კანდიდატად 13-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ კანდიდატთა სია შესაძლოა დღის ბოლომდე კიდევ შეიცვალოს.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

ამ დრომდე რადიო „მარნეულისათვის“ მხოლოდ 5 მერობის კანიდატის ვინაობაა ცნობილი. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოს“ კანდიატი ახმედ იმამკულიევი, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიატი აგილ მუსტაფაევი, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი ლეილა ხარაიშვილი და დამოუკიდებელი კანიდატი ალი ბადიროვი დაუპირისპირდებიან.

რადიო „მარნუელი“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები