ვიდეო - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პანკისის ხეობაში - ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს.

პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.



"კურიერმა" პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, სპეციალური ტექნიკა გადაიღო, რომელიც დემონსტრაციების წყლის ჭავლით დასაშლელად გამოიყენება.

რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდნენ, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა.

წყარო: rustavi2.ge
Print