სიახლე
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია 20 მაისიდან ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 20 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის. მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

„ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი)“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს
ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა
თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში
გააგზავნა.
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს
გადააჭარბებს,
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს,
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.