დავით ზალკალიანი - იმედი მაქვს, დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის
00:40 / 15.05.2019
დავით გარეჯთან დაკავშირებით შეხვედრა ბაქოში ამ
წუთებში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, კონსტრუქციულად
ჩატარდება,
-
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით
ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარისგან არსებობს მზადყოფნა
კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს მოლაპარაკებები დავით გარეჯთან
დაკავშირებით.
„სამუშაო კომისიების თანათავმჯდომარეებს შორის პირველი
შეხვედრა ბაქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩემი მოადგილე, სხვა
უწყების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება აზერბაიჯანელ კოლეგებს. იმედი
მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს
სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს
აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაციაც მაძლევს. ისინი მზად
არიან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა
დავით ზალკალიანმა.