რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს ავტომაგისტრალის პროექტირება ივლისში დასრულდება
რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს ავტომაგისტრალის პროექტირება 2019 წლის ივლისის ბოლოსათვის დასრულდება.

ახალი ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, რუსთავიდან დაიწყება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიდან ორად გაიყოფა და სადახლოსა და წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებამდე მივა.

ავტომაგისტრალის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მომავალ ვიზიტორებს ქალაქ მარნეულში გავლის გარეშე შეეძლებთ თბილისში ჩასვლა, რაც მგზავრობის დროს შეამცირებს.

ამ დროისათვის მაგისტრალის საბოლოო პროექტი მზად არაა, რის გამოც უცნობია თუ კონკრეტულად სად გაივლის ავტობანი, მაგრამ შესაძლოა მშენებლობამ სოფელ კიროვკაში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ სახლებზე გაიაროს, რის გამოც სახელმწიფო მათ კომპენსაციებს გადაუხდის.

მაგისტრალისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გამოკვლევისათვის გასულ წელს ორგანიზაცია „ეკოსპექტრმა“ სოციალური კვლევაც ჩაატარა, რომლის მიხევითაც ავტომაგისტრალის მშენებლობას მოსახლეობა დადებითად აფასებს.

ავტომაგისტრალის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება 2020-2021 წლებშია დაგეგმილი.

რადიო „მარნეული
Print