სიახლე
რატომ არის მნიშველოვანი არასამთავრობო სექტორის არსებობა - საქართველოში პირველი არასამთავრობოს შექმნიდან 140 წელი გავიდა
დღეს, 15 მაისს, საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნიდან 140 წელი გავიდა. დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებს, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ საზოგადოებაში ცვლილებების მოხდენას. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ 14 წლის წინ შეიქმნა. მისი თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავრ მიზანს ადგილობრივი პრობლემების შეფასება და მოგვარება წარმოადგენს. მიიჩნევს რომ მსგავს სექტორებს დიდი ძალა გააჩნიათ.

„არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნციის აზრი და მიზანი არის არასახელმწიფო სისტემაში ჩართული ადამიანების შეფასება იმ პროცესებში რომელიც ეხება სახელმწიფო მუშაობას თუ სხვა რაიმე სტრუქტურას. არასამთავრობოებს აქვს შესაძლებლობა დაინახოს ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც არსებობს და სისტემა ვერ ხედავს. შეაფასოს ეს საჭიოებები და ხშირ შემთხვევაში შესთავაზოს მოგვარების გზები.“ - თქვა ოლგა ენდელაძემ.


კიდევ ერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი საბინა ტალიბოვაა. მისი ორგანიზაცია დემოკრატიული კავშირი „მტრედი“ მარნეულში 2006 წელ დფუძნდა. ტალიბოვას თქმით არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობობა სახელმწიფოს საქმიანობას ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით.

„არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ფუნქციონირება და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობები ჩვენს რეგიონში 80-იანებში დაიწყო, თუმცა ამ ბოლო დროს, ცხადია, ცოტა ნაკლებად მუშაობენ, რადგან ეს ფინანსურ საკითხებს ეხება. ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებამ აქტივობები შეაჩერა, თუმცა ბევრ თემში უკვე სათემო ჯგუფები ჩამოყალიბდნენ და ისინი აქტიურობენ. საზოგადოდო კი, ამ ბოლო დროს ჩვენს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პასიურობა ფიქსირდება. ეს ყველაფერი კი არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ მოუტანს სარგებელს. მე ვისურვებდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააქიურდეს და საზოგადოების წევრები მეტად იყვნენ სახემწიფო საქმიანობაში ჩართული“ - გვითხრა სბინა ტალიბოვამ.


აღსანიშნავია, რომ 140 წლის წინ, 1879 წლის 15 მაისს, საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საზოგადოების ყოფა და მას განვითარების ახალი შესაძლებლობა მოუტანა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას