სიახლე
ლაშა დარსალია ბაქოში გამართულ შეხვედრაზე - ორივე მხარე საკითხს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით უდგება და არ დგას საკითხი ისე, რომ ვინმემ ვინმეს აჯობოს
მთავარი ამოცანა არის ის, რომ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ბაქოში გამართული შეხვედრის კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ლაშა დარსალიას თქმით, მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართა, შედგა გაცნობითი-სამუშაო ტიპის შეხვედრა და მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი სამუშაო პროცესი.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ის საკითხი, რომ ორივე მხარე ხელმძღვანელობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით.

,,მოგეხსენებათ, რომ წინა კვირას მოხდა განახლება დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის, მე ვარ ხელმძღვანელი ამ კომისიისა. დღეს შედგა გაცნობითი-სამუშაო ტიპის შეხვედრა(კომისიის ხემძღვანელების დონეზე), გავეცანით ერთმანეთს და დავსახეთ მომავალი სამუშაო გეგმები. მთავარი არის ის, რომ კომისიამ განაახლოს მუშაობა შემდეგი კვირიდანვე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ დავსახოთ სამუშაო პროცესი. ორივე მხარე ხელმძღვანელობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის“ , - აღნიშნა დარსალიამ.

რაც შეეხება დავით-გარეჯის საკითხს, კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს მთელი საზღვრის გასწვრივ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობის დაწყებასა და განახლებაზე და არა მარტო დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.

,,სასაზღვრო ზოლის 2/3 არის შეთანხმებული, შესათანხმებელია 1/3 სასაზღვრო ზოლისა(მათ შორის, დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლი, რომელიც სამუშაო დონეზე კომისიების მიერ არ არის შეთანხმებული), ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მთელი საზღვრის გასწვრივ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობის დაწყებასა და განახლებაზე. ატმოსფერო არის იმგვარი, რომ ორივე მხარე საკითხს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით უდგება და არ დგას საკითხი ისე, რომ ვინმემ ვინმეს აჯობოს, საკითხი დგას ორივე მხრიდან ისე, რომ შევძლოთ შეთანხმების მიღწევა და პოზიციების შეჯერება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე, თუ როგორია ქართული მხარის გეგმა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარია, ეს საკითხი არ იქცეს ორი ქვეყნის უთანხმოების საგნად, რადგან აბსოლუტურად შესაძლებელია პოზიციების შეჯერება.

დღეს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანული მხრიდან კი, ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი ესწრებოდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,