სიახლე
სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ დაუფლების ფაქტები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 37 877 ლარის ღირებულების 2 265 მ2 ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაირეგისტრირა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე 133 965 ლარის ღირებულების 6 500 მ2 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ვადით.

წყარო: is.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს
ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა
თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში
გააგზავნა.
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს
გადააჭარბებს,
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს,
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.