სიახლე
გენერალური პროკურატურა - ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 11 პირის მიმართ, ხოლო 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამატყუნებელი განაჩენი დადგა 3 პირის მიმართ, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

უწყების შეფასებით, საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში, აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა.

„თანამედროვე მსოფლიოსთვის ტერორიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში, აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა. სამწუხაროდ, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა, რომლებიც თურქეთის გავლით გადადიოდნენ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იბრძოდნენ მის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით.

ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით. რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზემოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ნოვაციურმა მიდგომამ და შესაბამისმა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირთა მიგრაცია, როგორც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“, ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა.ზემოთხსენებული მიდგომის დადებითი კონტექსტი აისახა ამ კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელშიც“,
- ნათქვამია გენერალური პროკურატურის ანგარიშში.

რაც შეეხება მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.

გენერალური პროკურატურა მუშაობის ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს
ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა
თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში
გააგზავნა.
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს
გადააჭარბებს,
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს,
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.