სიახლე
გენერალური პროკურატურა - გასულ წელს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთან მიმართებაში ფიქსირდება: ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული
2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია. ამის შესახებ პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 16 820 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება.

ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთა მიმართებაში ფიქსირდება. ესენია - ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული. უფრო კონკრეტულად ქურდობის მუხლით პროკურატურამ დევნა 2018 წელს 4 023 პირის მიმართ დაიწყო; ოჯახში ძალადობისთვის 2 720 პირის; ნარკოდანაშაულისთვის კი 2 177 პირის მიმართ დაიწყო დევნა. გარდა ამისა 1 625 პირის წინააღმდეგ დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, მუქარის, ძარცვის, მითვისება/გაფლანგვის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ცივი იარაღის ტარების, ხულიგნობის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, ყალბი დოკუმენტის, შტამპის, ბეჭდის ან ბლანკის დამზადება-გასაღება ან გამოყენების, ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გატანის, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივაციის მუხლებზე.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,