ამერიკას ერაყიდან დიპლომატები გაჰყავს
აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერაყში, ბაღდადში მდებარე საელჩოდან და ერბილში არსებული საკონსულოდან დიპლომატების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა. ბაღდადში, აშშ-ს საელჩოს ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწოფო დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ირანთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების გამო მიიღო.

მეორეს მხრივ ვაშინგტონის მთავრობა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული მდგომარეობის გამო ერაყში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

წყარო: trt.net.tr
Print