კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე იპოვეს გარდაცვლილი. სამინისტრო განმარტებით, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, პაატა ჩხეიძე 15 მაისს არასამსახურებრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

12 მაისს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე. ამ შემთხვევაშიც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები