სიახლე
როგორ მიიღეს მარნეულელმა პედაგოგებმა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტროს შეთავაზება



2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა, – განათლების სამინისტროს, პენსიონერი პედაგოგებისთვის, რომლებსაც საგნის გამოცდის ჩაბარება არ სურთ, ან ვერ აბარებენ, შეთავაზება აქვს. მარნეულელი მაია მამედოვა 68 წლისაა, წლებია მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს, თუმცა ის სკოლის დატოვებას არ გეგმავს.

“მე ასეთი კანონი არ მომწონს. იმიტომ რომ ძალიან უცებ წამოიწყეს. ასაკობრივი კატეგორია უნდა იყოს, მაგალითად, მთავრობამ თქვას, რომ 75 წლის შემდეგ თქვენ თავისუფალი ხართ. ანუ ზუსტად უნდა ვიცოდეთ 60, 70, თუ 75 წლის ასაკში ვიქნებით თავისუფალი. ვიცი, რომ არც ჩემს თანამშრომლებს მოსწონთ ეს კანონი. არიან ისეთი პედაგოგები, ვინც მართლა 80 წელს გადაცილებულია და არ შეუშლიათ სიარული. მე პირადად ჯერჯერობით შემიძლია ვასწავლო“ -
თქვა მაია მამედოვამ

მამედოვასგან განსხვავებით, N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან მერაბიშვილს მიაჩნია, რომ სამინისტოს ინიციატივა პენსიონერებისათვის კარგი შესაძლებლობაა

„მე მაგალითად მივესალმები, ძალიან კარგი შანსი აქვთ საპენსიო მასწავლებლებს გამოიყენონ ეს შანს თუ, რა თქმა უნდა ამის სურვილი აქვთ. თუ არა და უფლება აქვთ გამოცდაზეც გავიდნენ, დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია უკვე დაიწო და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემ სკოლაში 29 მასწავლებლიდან 24 საპენსიო ასაკისაა. - გვითხრა ქეთევან მერაბიშვილმა.

სიახლეების მომხრე კიდევ ერთი, სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე მაყაშვილია.  მისი თქმით, მასწავლებლებს არსებული სიახლის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ.

„ჩვენს სკოლაში 11 მასწავლებლიდან დაახლოებით ექვსამდე საპენსიო ასაკისაა. არსებული ინფორმაციის მომხრეებიც არიან. ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია წასვლასთან დაკავშირებით არავის არ უთქვამს, თუმცა დაზუსტების პროცესში ნამდვილად არიან.  მეც ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ინიციატივაა განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლებისთვის"- თქვა სალომე მაყაშვილმა.

თუ რამდენი საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელი გვყავს მარნეულის მასშტაბით, ამის სტატისტიკური მონაცემები მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს არ აქვს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ამბობს, უმრავლესობა საპენსიო ასაკისაა.  მისი თქმით თაობათა ცვლა სკოლებში აუცილებელი.

განათლების სამინისტროს ცნობით, ორი წლის ხელფასის ჯილდოს სახით გადაცემა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, არ სურთ გამოცდაზე გასვლა, ან გასვლის შემთხვევაში ჩაიჭრებიან, ან კიდევ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ. მათ ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადონ. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს
ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს,
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა
თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში
გააგზავნა.
მარნეულის სასურსათო ქარხანამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული წითელი ტყემლის ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს
გადააჭარბებს,
უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს,
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.