„საქართველოში რელიგიური ადგილების, სალოცავების აშენებისთვის ნებართვის გაცემა ძალიან რთულად მოგვარდება“ - რამინ იგიდოვი
„საქართველოში რელიგიური ადგილების, სალოცავების აშენებისთვის ნებართვის მიცემა ძალიან რთულად მოგვარდება“ - ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი საუბრობს.

მისი თქმით 16 მაისს საქართველოს პარლამენტში ჩატარებული რელიგიების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დროს ზოგიერთი საკითხი როგორიცაა: საჯარო სკოლებში რელიგიური გაკვეთილების ჩატარება, რელიგიური ადგილების საკუთრება და მათი უკან დაბრუნება, რელიგიის შესახებ ახლად მიღებული კანონი და რელიგიური ადგილების მშენებლობის ნებართვა - აღნიშნული თემები რთულად განიხილეს

იგიდოვმა თქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში რელიგიური ადგილების მშენებლობისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავენ და დადებით პასუხს ვერ ღებულობენ.

შეიხმა ისიც აღნიშნა, რომ რელიგიური ადგილების ასაშენებლად სპეციალური დამარეგულირებელი კანონის არსებობაა საჭირო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს უფროს ზაზა ვაშაყმაძე, სხვა რელიგიური თემები, არასამთავრობოები და უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას.


Print