ქონება, რასაც მარნეულის მერობის კანდიდატები ფლობენ
"გამჭვირვალობა საქართველომ" მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატების ქონება შეისწავლა . გთავაზობთ მარნეულის მერობის კანდიდატების სიას და მათ საკუთრებაში  არსებულ ქონებას.

მარნეულის მერობის კანდიდატები:

ზაურ დარგალი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”



სამუშაო გამოცდილება:

ზაურ დარგალი 2009 წელს იყო მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი

2007-2010 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის წევრი

2010-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ტრენერი

2008-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი

2011-2013 წლებში მუშაობდა მარნეულის დემოკრატიური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ


2013 წლიდან გახდა „ქართული ოცნების” მარნეულის საოლქო შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი
2014 წელს - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში
2017 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებს
ქონება:

ზაურ დარგალის მიერ 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია:

ავტომობილი Mercedes-Benz GL 450, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა

მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.)

მარნეულში. ზაურ დარგალს აღნიშნული ინფორმაცია არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

აკმამედ (აჰმედ) იმამკულიევი - „ევროპული საქართველო




სამუშაო გამოცდილება:


აკმამედ იმამკულიევი 2002-2004 წლებში იყო მარნეულის რაიონული გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

2004-2005 წლებში მუშაობდა „პროკრედიტ ბანკში” საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე

2010-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში

2014-2017 წლებში იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2017 წელს გახდა პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2017 წელს კენჭს იყრიდა მარნეულის მერის თანამდებობაზე, სადაც ხმათა 19.14%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

2018 წელს გახდა მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე, ამჟამად კი საკრებულოს წევრია.
ქონება:

აკმამედ იმამკულიევის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მარნეულში.

აგილ მუსტაფაევი -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზოცია”



სამუშაო გამოცდილება:

აგილ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარეა
ასევე არის ა(ა)იპ „პოლიტიკური კლუბი - აზად ზონას” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად აგილ მუსტაფაევის სახელზე რაიმე სახის კომპანია ან ქონება არ ირიცხება.

ნინო ჯურხაძე - „თავისუფალი საქართველო”



სამუშაო გამოცდილება:

ნინო ჯურხაძე პარტია „თავისუფალი საქართველოს” წევრია
იგი წარსულში პარტიის გლდანის რაიონის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნინო ჯურხაძე ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.

ნინო ჯურხაძემ 2016 წელს 40 ლარი შესწირა პარტიას “თავისუფალი საქართველო”.

ლეილა ხარაიშვილი - პარტია „საქართველოს”



სამუშაო გამოცდილება:

ლეილა ხარაიშვილი წარსულში ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა
ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელია.
ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემთა მიხედვით, ლეილა ხარაიშვილის სახელზე რაიმე სახის ქონება არ იძებნება.

მალხაზ გორგასლიძე - „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”



სამუშაო გამოცდილება:

მალხაზ გორგასლიძე პატია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის” პოლიტიკური მდივანია.
ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მალხაზ გორგასლიძე ფლობს ბინას ქალაქ რუსთავში.

ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი კანდიდატი



სამუშაო გამოცდილება

ალი ბადიროვი 2015-2016 წლებში მუშაობდა მარნეულის მერიის ზედამხდველობის სამსახურში
ამჟამად კი „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეა და ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ალი ბადიროვის საკუთრებაშია ბინა ქალაქ თბილიში.

მარნეულის მერობისთვის ასევე იბრძვიან ელენე გაბინაშვილი (მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის„), ბექა სვანიძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), ირენა სტურუა (მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის”), ლისა სიხარულიძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები), ნინიკო ჩხეტია („პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”), ელისო ქართველიშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”), ჯანო ჟვანია („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”) და ილია პატარაია („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), თუმცა მათ შესახებ ჩვენ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით. - წერია "გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ მასალაში.
Print