ოპოზიციამ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მარნეულის არჩევნებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო გაყალბების გზები აირჩია და ყველა არსებულ მეთოდს იყენებს, რათა სასურველი კანდიდატი „მარნეულის მოსახლეობას თავზე დაასვას“.

„ხელისუფლება მიმართავს ისეთ ხერხებს, როგორიცაა კამერების გათიშვა და უკვე იმ დონემდე დავიდნენ, რომ დამაგრძელებლებსაც კი იპარავენ საარჩევნო უბნებიდან, რათა კამერები იყოს გამორთულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ბრიფინგზე პარტიამ სამი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც საარჩევნო დარღვევებია ასახული.

პარტიის მტკიცებით, 68-ე უბანზე ბიულეტენების გატანა დაფიქსირდა
.




კიდევ ერთ ვიდეოში, რომელსაც პარტია ავრცელებს, ჩანს, რომ შაუმიანის მეცხრე უბანზე კომისიის წევრი ტელეფონით უთანხმებს კულტურის სახლის უფროსს სიებს, ხოლო შემჩნევისა და კამერის დანახვის შემდგომ საარჩევნო უბნიდან გარბის.



ვიდ
ეოკამერაზეა ასახული, თუ როგორ დგას მამაკაცი საარჩევნო უბნის გარეთ სიებით ხელში და აღრიცხავს, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა.



ურაბ მელიქიშვილმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ პარტიის წარმომადგენელ დამკვირვებლებს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საარჩევნო უბნებიდან აძევებენ. მისი თქმით, ამდაგვარი შემთხვევები დაფიქსირდა მარნეულინ N1, N4, N84 და N85 უბნებში.

2019 წლის 19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. არჩეული მერი მუნიციპალიტეტს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები