ხმაური მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე
ვითარება დაიძაბა მარნეულის #85 საარჩევნო უბანზე, რომელიც #5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული. საარჩევნო უბნის კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.

თამარ მეტრეველი უბანზე გამოვლენილ დარღვევებზე დილიდან საუბრობს. მან ხმის მისაცემად შესულ ამომრჩეველზე კარნახის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბნის ხშირად დატოვების ფაქტი და კედელთან არასწორად მიდგმულ მაგიდები გააპროტესტა. დამკვირვებელი მაგიდების გამოწევას ითხოვდა, თუმცა კომისიის წევრებმა საჩივარი არ დაუკმაყოფილეს. მაგიდები დროებით მხოლოდ მაშინ გამოწიეს, როცა უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენელი მივიდა.თამარი აცხადებს, რომ მას არ მისცეს უფლება საჩივარი დაეწერა „დანომრილი ადამიანების ამოწერის“ თაობაზე.

„ბოლოს იყო ის, რომ კომისიის წევრმა მოითხვა დერეფანში გასვლა, შეუძლოდ ვარო. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც არ შემოვიდა უბანზე, გავედი და ეს ადამიანი უბნის ღობის გარეთ ტელეფონით საუბრობდა, ვუთხარი, რომ გამოვიძახებ 112-ს. მითხრა, არ მჭირდებაო. მოვითხოვე საჩივრის დაწერა, რის შემდეგაც უბნის მდივანმა აგრესიულად მითხრა, რომ არ დამაწერინებდა და მიწერდა გაძევების საჩივარს. მანამდე არ მომცა საჩივრის ფორმა, სანამ არ გამაძევეს უბნიდან“, - გვითხრა თამარ მეტრეველმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ გაძევებული დამკვირვებელი უბნიდან მაშინ გავიდა, როცა იქ პოლიციისა და საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ. მან არ იცი, განიხილავს თუ არა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისია.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევებზე ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მერვე შემთხვევაა.

19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები