მარნეულის N68 უბანი არ დაიხურება
„ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ უბნის დახურვისა და
არც დაიხურება“, - ეს განცახდება მარნეულის საოლქო კომისიის
თავმჯდომარემ კობა ასანიძემ N68 უბანთან დაკავშირებით
გააკეთა.
უბნის დახურვის საკითხი დღის წესრიგში იმ ინფორმაციის გავრცელების
შემდეგ დადგა, რომ უბანზე, სავარაუდოდ, ბიულეტენები ჩაყარეს და
გაიტაცეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა N68 უბანზე დილიდან სხვა,
არაერთი დარღვევა გამოავლინა.
„ამ უბანზე დარღვევები კენჭის ყრის პროცესისთანავე იყო.
რეგისტრატორი კომისიის წევრები ისე არიან ამ უბანზე განლაგებული, რომ
შეუძლებელია ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება, საერთოდ
არაა ხილვადი. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა გადაწყვიტა ახლოს
მისულიყო და ისე დაკვირვებოდა ხელმოწერების პროცესს, დაემუქრნენ
გაფრთხილების ოქმის შედგენით. მოგვიანებით დამკვირვებელმა დააფიქსირა,
რომ მოსულ ამომრჩეველს სხვის გრაფაში მოაწერინეს ხელი და უთხრეს, რომ
ეს დარღვევა არ არის მნიშვნელოვანი და გაძევებით დაემუქრნენ. ერთ
შემთხვევაში მოქალაქემ ჩაყარა ბიულეტინები საარჩევნო ყუთში და რაღაც
ნაწილი, სავარაუდოდ, გაიტაცა და გაიქცა უბნიდან“, - გვითხრა
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა.
19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ოპოზიციამ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა
წარმოადგინა