მარნეულში მერობის კანდიდატებს ხმა ამომრჩეველთა 35,82%-მა მისცა
საღამოს 8 საათზე მარნეულში ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. საარჩევნო კომისიის წევრებმა ბიულეტენების დათვლა დაიწყეს. ცესკო-ს მონაცემებით მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 35 714-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,82%-ია.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან შედარებით მარნეულის მერის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ უმნიშვნელოდ დაიკლო. 2018 წლის ნოემბერში არჩევანი მარნეულის მკვიდრთა 36, 47%-მა გააკეთა.


N22 საოლქო კომისიაში შესულია 22 საჩივარი.


მარნეულში 99 717 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15 მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია გადანაწილებული.


19 მაისის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს.
Print