სახელისუფლებო კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულელებს მადლობა გადაუხადა
„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მარნეულელებს უკვე მადლობა გადაუხადა.


მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს ოფიციალურ გვერდზე ამ დროისთვის არცერთი მონაცემი გამოქვეყნებული არ არის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან გამომდინარე, დარგალი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

სტატუსი უკვე 122-მა ფეისბუქ მომხმარებელმა მოიწონა, 41-მა კომენტარი გააკეთა და მიულოცა, 4-მა კი გააზიარა.



სტატუსი უკვე 134-მა ფეისბუქ მომხმარებელმა მოიწონა, 45-მა კომენტარი გააკეთა და მიულოცა, 4-მა კი გააზიარა.

19 მაისის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატია დარეგისტრირებული. ამჟამად საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა მიმდინარეობს.


არჩევნებში მონაწილეობა 35 714-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,82%-ია.

N22 საოლქო კომისიაში შესულია 22 საჩივარი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები