დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ დარგალს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს
„რომ არ ყოფილიყო ეს დაშინებები, ზეწოლები, შეიძლებოდა მეორე ტურში გაემარჯვა ზაურს და მაშინ აუცილებლად მივულოცავდი, მაგრამ ასე დაშინებებით და ამომრჩევლების მოსყიდვებით გამარჯვების დროს, მე არ ვაპირებ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება, იმიტომ, რომ ამას გამარჯვება არ ჰქვია.“ - განაცხადა მარნეულის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალი ბადიროვმა

ბადიროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მარნეულში არჩევნები დაშინებებით, ზეწოლითა და მოსყიდვით გაიმართა, რის გამოც ის შედეგი რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააფიქსირა რეალური არაა.

„ყველა უბანზე იყო დარღვევები. შეიძლება თვითონ ქალაქში ნაკლებად, მაგრამ ბევრ სოფელში უფრო მეტ ბიულეტენებს აგდებდნენ 41 ნომრის მხარდამჭერები. რაც შეეხება ზეწოლას, დაშინებას და ამომრჩევლის მოსყიდვას, ამას ალბათ სხვა კანდიდატებიც დაადასტურებენ, ეს მარნეულის აბსოლუტურად ყველა წერტილში იყო.“ - განაცხადა ალი ბადიროვმა

ბადიროვმა არჩევნებში სულ 431 ხმა დააგროვა, რაც არჩევნებში მონაწილე მოსახლეობის ხმათა 1,21%-ია.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები