ახმედ იმამყულიევმა ხუთ სოფელში 0 ხმა მიიღო
პარტია „ევროპული საქრთველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა ხუთ სოფელში 0 ხმა მიიღო.
მას ნდობა არ გამოუცხადა სოფელ ჩანახჩის, ულაშლოს, ოფრეთის, გულბახის და შაუმიანის მოსახლეობამ.

იმამყულიევმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ მოლაოღლის N32 საარჩევნო უბანზე მოიპოვა, თუმცა კონკურენცია სახელისუფლებო კანდიდატს ვერ გაუწია. ამ უბანზე ზაურ დარგალმა 309 ხმა მიიღო.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნების პირველადი მონაცემები ცნობილია. ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე 90-ვე უბნის მონაცემები გამოქვეყნდა.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმათა უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მოიპოვა. მან 28 088 ხმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 78.6%- ია.

ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი. მან 4 106 ხმა მოიპოვა, რაც საერთო ამომრჩევლის 11.49%-ს შეადგენს.

მესამე პოზიციას იკავებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი. მას ნდობა 2 696-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა, რაც საერთო რაოდენობის 7.54%-ია

ხოლო მეოთხე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვია. მან 431 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 1.21%-ს შეადგენს.

მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 15 მარნეულში, 75 კი 84 სოფელში იყო გახსნილი. მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა საარჩევნო პროგრამა.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართა.


Print