აგილ მუსტაფაევმა არჩევნები იმ უბანზეც წააგო, სადაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო
„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა სოფელ თაზაქენდში, N13 უბანზე მიიღო. თუმცა კონკურენცია სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს ვერ გაუწია.

ზაურ დარგალმა მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე მოიგო არჩევნები. მან 28 088 ხმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 78.6%- ია.

ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, მესამე პოზიციას იკავებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი, ხოლო მეოთხე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები