მარნეულის მერიას ორი შტატი დაემატა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურს ორი საშტატო ერთეული დაემატა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 21 მაისს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფრომა ნინო დეკნოიძემ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სამსახურის დატვირთული რეჟიმიდან და დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარეობს.

„აღნიშნულ შტატებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ გამოცხადდება კონკურსი და მიიღებიან შესაბამისი კანდიდატები.“ - გვითხრა ნინო დეკანოიძემ

მარნეულის მერიაში დღეს გამართულ საკრებულოს სხდომამდე 212 შტატი არსებობდა, რომელიც 214-მდე გაიზარდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები