ხვალ რომ არჩევნები იყოს, 17% “ოცნებას” დაუჭერდა მხარს, 14% – ენმ-ს – NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო
არჩევნები ტარდებოდეს, 17% “ქართულ ოცნებას” მისცემდა
ხმას,
14%
– “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 3%- “ევროპულ საქართველოს” და 3% –
“პატრიოტთა ალიანსს”.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა – 27% აცხადებს, რომ არ იცის,
რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს. 16%-მა თქვა, რომ არცერთ პარტიას
მისცემდა ხმას, 12%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის შეხედულებებთან ახლოს
არცერთი პარტია დგას.
კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?
– პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: არცერთი პარტია – 37%, “ქართული
ოცნება” – 21%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 15%, “ევროპული
საქართველო” – 4%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3%. 6-6%-მა არ იცის ან უარი
განაცხადა პასუხზე.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და
სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის
მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC
საქართველო.