ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს და კალაძის მიმართაა, უარყოფითი – ივანიშვილის – NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების
რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახი
კალაძე ლიდერობენ.
ორივე მათგანისადმი დადებითი დამოკდიებულება აქვს გამოკითხულთა 40%-ს.
ამასთან, სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 12%-ს,
კალაძის მიმართ კი – 18%-ს.
რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი, რომლის მიმართ უარყოფითი (32%) და დადებითი (31%)
დამოკიდებულების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.
რეიტინგში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ:
შალვა ნათელაშვილი (21% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
სალომე ზურაბიშვილი (27% – უარყოფითი, 28% – დადებით)
გრიგოლ ვაშაძე (28% – უარყოფითი, 28% – დადებითი)
გიორგი გახარია (19% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
ზაალ უდუმაშვილი (23% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
ალეკო ელისაშვილი (14% – უარყოფითი, 27% – დადებითი)
მამუხა ბახტაძე (20% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
თეა წულუკიანი (26% – უარყოფითი, 26% – დადებითი)
გიორგი ვაშაძე (21% – უარყოფითი, 22% – დადებითი)
ნიკა მელია (33% – უარყოფითი, 22% – დადებბითი)
ირმა ინაშვილი (31% – უარყოფითი, 21% – დადებითი)
უარყოფითი დამოკიდებულების კომპონენტში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,
39% აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. მის მიმართ
დადებითი დამოკიდებულება კი გამოკითხულთა 21%-ს აქვს.
ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე მაღალი უარყოფითი დამოკიდებულების
მაჩვენებელი აქვს ზურაბ ჯაფარიძეს – 35%. “გირჩის” ლიდერისადმი
დადებითი დამოკიდებულება 9%-ს აქვს.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების – პრემიერ-მინისტრის,
პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის
მანძილზე გაუარესდა.
თბილისის მერ კახა კალაძის საქმიანობას მოსახლეობის 43% კარგად
აფასებს, 23% – ცუდად, 30% – საშუალოდ; საქართველოს პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 20%, უარყოფითად კი –
30%, საშუალოდ – 38%; პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას
დადებითად აფასებს გამოკითხულთა 20%, უარყოფითად – 22%, საშუალოდ –
44%; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა კარგადაა შეფასებული
გამოკითხულთა 16%-ის მიერ და უარყოფითად – 33%-ის მიმართ, საშუალოდ –
38%.
NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური
დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.