სიახლე
საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.

კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

წყარო: rs.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა,
რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა.
CNN
Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის
თანამშრომელ,
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ,
2015
წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული
საპრივატიზებო ვალდებულებებით,
2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით,
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს
სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას
დატოვებენ.
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს
და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის
სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.