404 შეცდომა
მცხეთასთან ავარია მოხდა, დაშავდა 2 ბავშვი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, მცხეთასთან ავტოავარია მოხდა, რა დროსაც 2 ბავშვი დაშავდა. ორივე არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში ამბობენ, რომ ავარიის დროს მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლმა, სველი საფარის გამო, ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: ნეთგაზეთი
Print