სიახლე
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი რამდენიმე ასეული საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმას ითხოვენ.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება ჯილდოს რეგისტრაციას, როგორც გორგოძემ განმარტა, რეგისტრაცია შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება.

„ამის შესახებ სკოლას და რესურსცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა", -განაცხადა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.

სოფიო გორგოძის განმარტებით, მასწავლებელთა გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება და თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

როგორც გორგოძე ამბობს, გამოცდის საკითხებში ცვლილებები არ შესულა.

"პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1,4, 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. ოღონდ შემომსვლელისთვის განსხვავდება ეს ბარიერი, მისთვის შარშან იყო 60% და მეტი ქულების. წელს ქულები გამოქვეყნებული ჯერ არ არის და ეს ბარიერებიც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. მასწავლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას", - განმარტა გორგოძემ.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა,
რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა.
CNN
Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის
თანამშრომელ,
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ,
2015
წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული
საპრივატიზებო ვალდებულებებით,
2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით,
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს
სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას
დატოვებენ.
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს
და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის
სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.