სიახლე
Amnesty უეფას აკრიტიკებს ბაქოში ევროპა ლიგის ფინალის დანიშვნის გამო
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას (UEFA-ს — ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებას) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპა ლიგის ფინალური მატჩის დანიშვნის გამო.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი ევროპა ლიგის ფინალს არსენალსა და ჩელსის საფეხბურთო კლუბებს შორის 29 მაისს უმასპინძლებს.

Amnesty-ის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს უფლება, „შემაძრწუნებელი უფლებრივი მდგომარეობა მაღალი დონის საფეხბურთო მატჩების ჩატარებით გადაფაროს“.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წერს, უეფას გადაწყვეტილებას, ფინალი ბაქოში ჩატარდეს, გულშემატკივრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ.

Amnesty-ს დიდი ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ქეით ალენი აცხადებს, რომ მაღალი რეიტინგის სპორტულ შეჯიბრებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ხშირად იყენებს რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებისგან ყურადღების გადასატანად და ამ ხერხით ცდილობს, „ღიაობის“ ილუზია შექმნას. „არსენალი-ჩელსის დაპირისპირება ამის კიდევ ერთი მაგალითია“, — ამბობს იგი.

ამასთან, ბაქოში არ ითამაშებს არსენალის ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი, რომლის უსაფრთხოებაც ბაქოში გამგზავრების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. უეფას და აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მხითარიანს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ.

აზერბაიჯანი შეიარაღებულ კონფლიქტშია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო. მხითარიანი წარმოშობით სომხეთიდანაა.

21 მაისს არსენალმა ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა შესაძლებლობა, რომ მიკი [მხითარიანი] გუნდთან ერთად წამოსულიყო, თუმცა მიკისთან და მის ოჯახთან საუბრის შემდეგ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ იგი ჩვენთან ერთად არ გაემგზავრება“.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40
წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით
მოკლა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა
მელია, რომლისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო
ამ წუთებში მსჯელობს,
ნიკა მელია, რომლისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს,
საყოველთაო კამპანიის „გაატარე ზაფხული
საქართველოში“ ფარგლებში ვებგვერდზე summerin.ge პუტინის გამოსახულება
გამოჩნდა,
საყოველთაო კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ვებგვერდზე summerin.ge პუტინის გამოსახულება გამოჩნდა,
ნიკა
მელიას საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს
სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ.
ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვი
ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვი ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი
გაუფასურების მიუხედავად,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად,
91
მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის
გადაწყვეტილებით,
91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით,